ფიაბსის ახალი წევრი – სვიფ ლენდ გრუპი

📣კომპანია „სვიფ ლენდ“-ი დაფუძნდა 2021 წლის 11 თებერვალს. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ტერიტორიულ-სივრცით გეგმარება, საინვესტიციო პაკეტების მომზადება, დაპროექტებული ობიექტების დეველოპმენტი და მათი შემდეგომი მენეჯმენტი და სხვა, რაც წარმოადგენს საკვანძო ინსტრუმენტებს სოციალური და ეკონომიკური განვითარების მგრადი გარემოს შესაქმნელად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.

🔎კომპანიის ძირითადი მიზანია – ინტეგრაციის ხელშეწყობა ისეთ სექტორებს შორის, როგორიცაა: საცხოვრებელი კომპლექსები, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და მრეწველობა, ჯანდაცვა, განათლება, ტურიზმი და ასევე მიმდებარე ტერიტორიების სოციალური და ეკონომიკური გაუმჯობესება და განვითარება.

🔎კომპანიაში დასაქმებულია 70 მდე თანამშრომელი დღეის მონაცემით და კიდევ გრძელდება გუნდის გაფართოება ყველა პროექტზე ხდება სამშენებლო ჯგუფების დაკომპლექტება სადაც 40 % იქნება ადგილობრივი მოსახლეობა და 60% კომპანიის სპეციალისტები.კომპანია სვიფლენდი მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს საინვესტიციო გარემოს განვითარებას საქართველოში . ამ მიზნით 2021 წლის 28 იანვარს შედგა პირველი საინვესტიციო ფორუმი ჩევნი ორგანიზებით ინვესტ ჰაბი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *