IWA GEORGIA-ს საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის SWEFLAND Group-ს  სპეციალური სერთიფიკატი გადაეცა

„ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველომ“ (IWA GEORGIA) 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრის და საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში, SWEFLAND Group-ს სპეციალური სერთიფიკატი გადასცა.

SWEFLAND Group ოფიციალურად შეუერთდა ასოციაციის საქმიანობას და თანამშრომლობის ფარგლებში, პირველ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

IWA GEORGIA-ს საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართულობისთვის და სოციალური აქტიურობისთვის SWEFLAND Group-მა ორგანიზატორებისაგან სპეციალური სერთიფიკატი მიიღო, რაც კომპანიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და საამაყოა.

„ჩვენთვის უდიდესი პატივია ვიყოთ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის სპონსორი და მხარდამჭერი. SWEFLAND Group-ის გუნდის სახელით, გვინდა გამოვხატოთ უდიდესი მადლიერება თქვენი ასოციაციის, თითოეული წევრის მიმართ, რომლებიც ასეთ მნიშვენლოვან საქმეს აკეთებთ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის“ – SWEFLAND Group-ის კომუნიკაციებისა და მარკეტინგის მენეჯერი, ნანუკა ალავიძე.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სპონსორობის გარდა, SWEFLAND Group პერიოდულად ჩაერთვება ასოციაციის საქმიანობაში.

„ორგანიზაცია არსებობს 1996 წლიდან და მისი მიზანია საქველმოქმედო საქმიანობა. დაარსების დღიდან ვეხმარებით უნარშეღუდულ და სოციალურად დაუცველ პირებს და ასევე ორგანიზაციებს, რომლებიც ამ კატეგორიასთან მუშაობენ. 2016 წლიდან გვაქვს ოფიციალურად საქველმოქმედო სტატუსი. წლის განმავლობაში, დაახლოებით 30-40 პროექტს/მოთხოვნას ვაფინანსებთ და ძირითადი შემოსავალი საახალწლო გამოფენა გაყიდვაა, რომლებშიც დიდი წილი საქართველოში აკრედიტებული საელჩოების შემოწირულობებია. ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიების ჩართულობა და სტაბილური მხარდაჭერა, რომ შესაბამისად დახმარება გავუწიოთ საჭიროების მქონე ორგანიზაციებს და ინდივიდებს.

ძალიან ვაფასებთ SWEFLAND Group-ის დახმარებას და იმედი გვაქვს სამომავლო თანამშრომლობის“ – IWA Georgia-ს დამფუძნებელი ნანა დვალი.

IWA GEORGIA არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მსოფლიო ქსელის ნაწილია, რომელიც საქართველოში შვეიცარიის საელჩოსა და ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, 1996 წლიდან არსებობს.

საკუთარი საქმიანობით, ასოციაცია მხარს უჭერს სიღარიბის ქვეშ მყოფი, მძიმე ჯანმრთელობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს.

ასოციაციის წევრები არიან საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეები, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ოფიციალური და არაოფიციალური პირები. SWEFLAND Group არის საინვესტიციო და უძრავი ქონების წამყვანი დეველოპერი კომპანია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You May Also Like

სპორტული მედიაკავშრის JAKO-ს საიუბილეო საღამო

სპორტული მედიაკავშრის JAKO-ს საიუბილეო საღამოზე გაიმართა არაოლიმპიურ სახეობებში 2021 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება. ღონისძიება ჩატარადა 2022 წლის 15 იანვარს, სასტუმრო ბილტმორში, რომლის გენერალური სპონსორი კომპანია “სვიფ ლენდ გრუპი”იყო.…
პოსტის ნახვა

SWEFLAND Group ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის – ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი სოლიდარობის ფონდთან

SWEFLAND Group-სა და სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომობის ფარგლებში, ფონდის ბენეფიციარები კომპანიისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. მემორანდუმი ასევე, წლის განმავლობაში ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მათ თანადგომას გულისხმობს. „SWEFLAND Group-ისთვის, სოციალური…
პოსტის ნახვა

SWEFLAND Group-მა Welcome to Georgia-ს მიერ გამოვლენილი საუკეთესო ფოტოგრაფი დააჯილდოვა

SWEFLAND Group-მა ტურისტული დაჯილდოება Welcome to Georgia-ს მიერ გამოვლენილი წლის საუკეთესო ფოტოგრაფი დააჯილდოვა. სამშენებლო და დეველოპერული კომპანია წლის მთავარი ტურისტული მოვლენის სპონსორი და პარტნიორი გახდა. Welcome to Georgia-ს რიგით მერვე…
პოსტის ნახვა

TEDxTbilisi-სა და SWEFLAND Group-ს შორის პირველი თანამშრომლობა შედგა

TEDxTbilisi დაბრუნდა! მეათე საიუბილეო ღინოსიძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი და სპონსორი ​​SWEFLAND Group-იც იყო. 22 აპრილს, ექსპო ჯორჯიას პავილიონში ფორუმმა შეკრიბა წამყვანი სპეციალისტები და ლიდერები სხვადასხვა სფეროებიდან, როგორიცაა ტექნოლოგია, მეცნიერება, დიზაინი, ხელოვნება…
პოსტის ნახვა