TEDxTbilisi-სა და SWEFLAND Group-ს შორის პირველი თანამშრომლობა შედგა

TEDxTbilisi დაბრუნდა! მეათე საიუბილეო ღინოსიძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი და სპონსორი ​​SWEFLAND Group-იც იყო. 22 აპრილს, ექსპო ჯორჯიას პავილიონში ფორუმმა შეკრიბა წამყვანი სპეციალისტები და ლიდერები სხვადასხვა სფეროებიდან, როგორიცაა ტექნოლოგია, მეცნიერება, დიზაინი, ხელოვნება და კულტურა.

ღონისძიების მთავარ თემად “გარდამტეხი მომენტები” შეირჩა. საკუთარი გამოცდილების და იდეების გასაზიარებლად სცენაზე ვიხილეთ:  ირაკლი კაკაბაძე, მედეა ტაბატაძე, გიორგი ქვლივიძე, ნინი გოგიჩაიშვილი, რევაზ ღოღობერიძე, ეკატერინე ბერიშვილი-ბერნი და დავით ბირმანი. როგორც განვითარების და ინოვაციების მხარდამჭერი კომპანია SWEFLAND Group-ი ასევე გახდა ღონისძიების ნაწილი და საკუთარ კუნძულზე სტუმრებსაც უმასპინძლა.

TEDxTbilsi მოხალისეობრივ კონცეფციაზეა აგებული და მის განხორციელებაში წელს წვლილი SWEFLAND Group-მაც შეიტანა, რაც გახდა პირველი თანამშრომლობა ფორუმსა და კომპანიას შორის. 

TEDxTbilisi არაკომერციული ღონისძიებაა, რომელიც 2012 წლიდან  ლიცენცირებულია TED-ის მიერ. ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავ ადამიანს აერთიანებს. TEDxTbilisi ყოველწლიურად ასობით სტუმარს მასპინძლობს სხვადასხვა ინდუსტრიების წამყვან სპეციალისტებთან და ექსპერტებთან შესახვედრად. 

SWEFLAND Group გთავაზობთ კვალიფიციურ დახმარებას უძრავი ქონებისა და ინვესტიციების სფეროში. მსგავსი ტიპის პრესტიჟული ღონისძიებების მხარდაჭერით, კომპანია აფიქსირებს მზადყოფნას პროფესიული კავშირებისა და ცოდნის გაფართოებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You May Also Like

სპორტული მედიაკავშრის JAKO-ს საიუბილეო საღამო

სპორტული მედიაკავშრის JAKO-ს საიუბილეო საღამოზე გაიმართა არაოლიმპიურ სახეობებში 2021 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება. ღონისძიება ჩატარადა 2022 წლის 15 იანვარს, სასტუმრო ბილტმორში, რომლის გენერალური სპონსორი კომპანია “სვიფ ლენდ გრუპი”იყო.…
პოსტის ნახვა

SWEFLAND Group ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის – ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი სოლიდარობის ფონდთან

SWEFLAND Group-სა და სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომობის ფარგლებში, ფონდის ბენეფიციარები კომპანიისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. მემორანდუმი ასევე, წლის განმავლობაში ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მათ თანადგომას გულისხმობს. „SWEFLAND Group-ისთვის, სოციალური…
პოსტის ნახვა

SWEFLAND Group-მა Welcome to Georgia-ს მიერ გამოვლენილი საუკეთესო ფოტოგრაფი დააჯილდოვა

SWEFLAND Group-მა ტურისტული დაჯილდოება Welcome to Georgia-ს მიერ გამოვლენილი წლის საუკეთესო ფოტოგრაფი დააჯილდოვა. სამშენებლო და დეველოპერული კომპანია წლის მთავარი ტურისტული მოვლენის სპონსორი და პარტნიორი გახდა. Welcome to Georgia-ს რიგით მერვე…
პოსტის ნახვა

IWA GEORGIA-ს საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის SWEFLAND Group-ს  სპეციალური სერთიფიკატი გადაეცა

„ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველომ“ (IWA GEORGIA) 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრის და საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში, SWEFLAND Group-ს სპეციალური სერთიფიკატი გადასცა. SWEFLAND Group ოფიციალურად შეუერთდა ასოციაციის საქმიანობას და თანამშრომლობის…
პოსტის ნახვა