SWEFLAND Group-მა Welcome to Georgia-ს მიერ გამოვლენილი საუკეთესო ფოტოგრაფი დააჯილდოვა

SWEFLAND Group-მა ტურისტული დაჯილდოება Welcome to Georgia-ს მიერ გამოვლენილი წლის საუკეთესო ფოტოგრაფი დააჯილდოვა.

სამშენებლო და დეველოპერული კომპანია წლის მთავარი ტურისტული მოვლენის სპონსორი და პარტნიორი გახდა.

Welcome to Georgia-ს რიგით მერვე ცერემონია ახალ სივრცეში “თეატრი” გაიმართა. მას ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. საღამოზე 23 განსხვავებულ ნომინაციაში კერძო სექტორის 350-ზე მეტი მონაწილიდან გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონიას 600-მდე სტუმარი დაესწრო.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა.

გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო ფოტოგრაფი“ SWEFLAND Group-მა გამოავლინდა და დააჯილდოვა.
„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს საშუალება ვიყოთ წლის მთავარი ტურისტული დაჯილდოების პარტნიორები და სპონსორები. SWEFLAND Group მხარს უჭერს საქართველოს, როგორც ტურისტული ლოკაციის განვითარებას და საკუთარი კონტრიბუციით ცდილობს შეიტანოს წვლილი სექტორის გაძლიერებაში. გვინდა დავაჯილდოვოთ გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო ფოტოგრაფი და გადავცეთ მას სამოგზაურო ვაუჩერი საქართველოს ფარგლებს გარეთ“ – SWEFLAND Group-ის კომუნიკაციებისა და მარკეტინგის მენეჯერი, ნანუკა ალავიძე.

ღონისძიება, სახელწოდებით Welcome to Georgia 2015 წლიდან იმართება და ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოღვაწე ლიდერებს აერთიანებს.

SWEFLAND Group არის საინვესტიციო და უძრავი ქონების წამყვანი დეველოპერი კომპანია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You May Also Like

სპორტული მედიაკავშრის JAKO-ს საიუბილეო საღამო

სპორტული მედიაკავშრის JAKO-ს საიუბილეო საღამოზე გაიმართა არაოლიმპიურ სახეობებში 2021 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება. ღონისძიება ჩატარადა 2022 წლის 15 იანვარს, სასტუმრო ბილტმორში, რომლის გენერალური სპონსორი კომპანია “სვიფ ლენდ გრუპი”იყო.…
პოსტის ნახვა

SWEFLAND Group ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის – ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი სოლიდარობის ფონდთან

SWEFLAND Group-სა და სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომობის ფარგლებში, ფონდის ბენეფიციარები კომპანიისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. მემორანდუმი ასევე, წლის განმავლობაში ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მათ თანადგომას გულისხმობს. „SWEFLAND Group-ისთვის, სოციალური…
პოსტის ნახვა

IWA GEORGIA-ს საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის SWEFLAND Group-ს  სპეციალური სერთიფიკატი გადაეცა

„ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველომ“ (IWA GEORGIA) 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრის და საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში, SWEFLAND Group-ს სპეციალური სერთიფიკატი გადასცა. SWEFLAND Group ოფიციალურად შეუერთდა ასოციაციის საქმიანობას და თანამშრომლობის…
პოსტის ნახვა

TEDxTbilisi-სა და SWEFLAND Group-ს შორის პირველი თანამშრომლობა შედგა

TEDxTbilisi დაბრუნდა! მეათე საიუბილეო ღინოსიძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი და სპონსორი ​​SWEFLAND Group-იც იყო. 22 აპრილს, ექსპო ჯორჯიას პავილიონში ფორუმმა შეკრიბა წამყვანი სპეციალისტები და ლიდერები სხვადასხვა სფეროებიდან, როგორიცაა ტექნოლოგია, მეცნიერება, დიზაინი, ხელოვნება…
პოსტის ნახვა