
SWEFLAND Group-მა ტურისტული დაჯილდოება Welcome to Georgia-ს მიერ გამოვლენილი წლის საუკეთესო ფოტოგრაფი დააჯილდოვა.
სამშენებლო და დეველოპერული კომპანია წლის მთავარი ტურისტული მოვლენის სპონსორი და პარტნიორი გახდა.
Welcome to Georgia-ს რიგით მერვე ცერემონია ახალ სივრცეში “თეატრი” გაიმართა. მას ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. საღამოზე 23 განსხვავებულ ნომინაციაში კერძო სექტორის 350-ზე მეტი მონაწილიდან გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონიას 600-მდე სტუმარი დაესწრო.
ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა.

„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს საშუალება ვიყოთ წლის მთავარი ტურისტული დაჯილდოების პარტნიორები და სპონსორები. SWEFLAND Group მხარს უჭერს საქართველოს, როგორც ტურისტული ლოკაციის განვითარებას და საკუთარი კონტრიბუციით ცდილობს შეიტანოს წვლილი სექტორის გაძლიერებაში. გვინდა დავაჯილდოვოთ გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო ფოტოგრაფი და გადავცეთ მას სამოგზაურო ვაუჩერი საქართველოს ფარგლებს გარეთ“ – SWEFLAND Group-ის კომუნიკაციებისა და მარკეტინგის მენეჯერი, ნანუკა ალავიძე.

ღონისძიება, სახელწოდებით Welcome to Georgia 2015 წლიდან იმართება და ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოღვაწე ლიდერებს აერთიანებს.
SWEFLAND Group არის საინვესტიციო და უძრავი ქონების წამყვანი დეველოპერი კომპანია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონზე.

