თბილისის უძრავ ქონებაში ინვესტიციის 7 მიზეზი

უძრავ ქონებაში ინვესტირებას ბევრი უპირატესობა აქვს, როგორიცაა პასიური შემოსავალი, სტაბილური ფულადი ნაკადები, დაბალი რისკი და ა.შ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თბილისში უძრავი ქონების ბაზარი ყვავის. TBC Capital-ის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე 1164 აშშ დოლარი იყო, წლიური 22% ზრდის ტემპით. ბაზარი წელიწადში 18%-ით გაიზარდა და ამჟამად 255 მილიონ დოლარს ითვლის. უფრო მეტიც, 2022 წლის მარტიდან, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსის ემიგრანტების მხრიდან თბილისში უძრავი ქონების ქირაობის მნიშვნელოვანი ინტერესი გაჩნდა. ომის დაწყებიდან პირველ რამდენიმე კვირაში, ბაზარი რეაქტიულად გაიზარდა და წელიწადნახევრის შემდეგ ისევ უკავია რეკორდული ნიშნულები.

თბილისი ასევე აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ საქართველოში 1,7 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57,4%-ით მეტია.

თბილისში უძრავი ქონების ბაზრის და ქართული ტურიზმის სწრაფმა ზრდამ ბოლო 5 წლის განმავლობაში დაარწმუნა SWEFLAND Group-ი უფრო აქტიური ყოფილიყო საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაში და დაეწყო მულტიფუნქციუორი დანიშნულების კომპლექსების მშენებლობა და გაყიდვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

SWEFLAND Group-ის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნანუკა ალავიძე საუბრობს 7 მიზეზზე, თუ რატომ უნდა განიხილოთ თბილისი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი უძრავი ქონების ინვესტიციებისთვის:

1 – პირდაპირი ფრენები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ასევე ზრდის ვიზიტორების რაოდენობას ევროპისა და არაბული ქვეყნებიდან – HORECA სექტორის წარმომადგენელთა უმრავლესობა პირდაპირ ფრენებს ასახელებს ტურიზმის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.

2 – მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველო მე-7 ადგილზეა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების სიმარტივით. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ბევრად უფრო ადვილია მშენებლობის ნებართვის აღება, ქონების რეგისტრაცია და სესხის აღება.

3 – სატრანსპორტო და ენერგეტიკული ჰაბის როლი, რომელიც უზრუნველყოფილია ევროპის და აზიის გაზაგასაყარზე ყოფნით. ისტორიულად საქართველო დიდ როლს ასრულებდა, აბრეშუმის გზის მარშუტზეც კი.

თბილისს აქვს ზოგადი საფრთხის დაბალი დონე, ჯიბის ქურდობა, ძარცვა, ტერორიზმი და თაღლითობა. 5 – 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)

წინა წელთან შედარებით 10,1%-ით გაიზარდა და ჯამში 71,7 მლრდ ქართულ ლარს მიაღწია, იუწყება საქსტატი.

6 – 2023 წლის ივლისში, თიბისი კაპიტალის ანგარიშის მიხედვით, გაქირავების ფასები წინა წელთან შედარებით გაიზარდა 48%-ით და 13,1 დოლარამდე კვადრატულ მეტრზე.

7 – მათთვის, ვინც ეძებს უმაღლეს განათლებას, მუშაობს საერთაშორისო კომპანიებში ან აპირებს გამოცდილების მიღებას უცხოელ ინვესტორებთან, თბილისში ყოველწლიურად უფრო მეტი და მეტი შესაძლებლობა ეძლევა ყველა მოქალაქეს და არამოქალაქეს ამ მიზნის მისაღწევად.

თბილისში უძრავი ქონების ბაზრის ზრდის ტენდენცია გრძელდება. მოთხოვნის მატებასთან ერთად, იჯარის ფასებიც შესაბამისად იზრდება, რაც რეალტორებსა და ქონების მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს განავითარონ თავიანთი ბიზნესი და უზრუნველყონ სტაბილური პასიური შემოსავალი.

SWEFLAND Group არის უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია და დეველოპერი საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, სპარსეთის ყურის და ევროპის ქვეყნებზე ასევე შეერთებულ შტატებზე და კანადაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You May Also Like

სპორტული მედიაკავშრის JAKO-ს საიუბილეო საღამო

სპორტული მედიაკავშრის JAKO-ს საიუბილეო საღამოზე გაიმართა არაოლიმპიურ სახეობებში 2021 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება. ღონისძიება ჩატარადა 2022 წლის 15 იანვარს, სასტუმრო ბილტმორში, რომლის გენერალური სპონსორი კომპანია “სვიფ ლენდ გრუპი”იყო.…
პოსტის ნახვა

IWA GEORGIA-ს საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის SWEFLAND Group-ს  სპეციალური სერთიფიკატი გადაეცა

„ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველომ“ (IWA GEORGIA) 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრის და საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში, SWEFLAND Group-ს სპეციალური სერთიფიკატი გადასცა. SWEFLAND Group ოფიციალურად შეუერთდა ასოციაციის საქმიანობას და თანამშრომლობის…
პოსტის ნახვა

SWEFLAND Group ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის – ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი სოლიდარობის ფონდთან

SWEFLAND Group-სა და სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომობის ფარგლებში, ფონდის ბენეფიციარები კომპანიისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. მემორანდუმი ასევე, წლის განმავლობაში ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მათ თანადგომას გულისხმობს. „SWEFLAND Group-ისთვის, სოციალური…
პოსტის ნახვა

TEDxTbilisi-სა და SWEFLAND Group-ს შორის პირველი თანამშრომლობა შედგა

TEDxTbilisi დაბრუნდა! მეათე საიუბილეო ღინოსიძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი და სპონსორი ​​SWEFLAND Group-იც იყო. 22 აპრილს, ექსპო ჯორჯიას პავილიონში ფორუმმა შეკრიბა წამყვანი სპეციალისტები და ლიდერები სხვადასხვა სფეროებიდან, როგორიცაა ტექნოლოგია, მეცნიერება, დიზაინი, ხელოვნება…
პოსტის ნახვა

SWEFLAND Group-მა გიორგი კეკელიძესთან ერთად კასპის პირველ საჯარო სკოლას წიგნები გადასცა

კამპანიის ფარგლებში „აჩუქე წიგნი“, სამშენებლო და დეველოპერულმა კომპანიამ SWEFLAND Group და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ კასპის მოსწავლეებს სრული სასკოლო ასაკის მხატვრული ლიტერატურა გადასცა. კომპანიამ კასპის პირველი საჯარო სკოლის…
პოსტის ნახვა

SWEFLAND Group-მა Welcome to Georgia-ს მიერ გამოვლენილი საუკეთესო ფოტოგრაფი დააჯილდოვა

SWEFLAND Group-მა ტურისტული დაჯილდოება Welcome to Georgia-ს მიერ გამოვლენილი წლის საუკეთესო ფოტოგრაფი დააჯილდოვა. სამშენებლო და დეველოპერული კომპანია წლის მთავარი ტურისტული მოვლენის სპონსორი და პარტნიორი გახდა. Welcome to Georgia-ს რიგით მერვე…
პოსტის ნახვა