SWEFLAND Group ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის – ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი სოლიდარობის ფონდთან

SWEFLAND Group-სა და სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომობის ფარგლებში, ფონდის ბენეფიციარები კომპანიისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. მემორანდუმი ასევე, წლის განმავლობაში ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მათ თანადგომას გულისხმობს.

„SWEFLAND Group-ისთვის, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, უაღრესად მნიშნელოვანია იყოს თანამონაწილე და აქტიურად ჩართული ისეთ კამპანიებში, რომლის მიზანი მოზარდების მხარდაჭერა და ჯანმრთელობის საკითხების წამოწევაა.

გვსურს პოზიტიური ცვლილებები შევიტანოთ საზოგადოებაში, სადაც ვცხოვრობთ. ამიტომ, ისეთ მიმართულებებზე გადავწყვიტეთ ზრუნვა, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია: ჯანმრთელობა, განათლება, ბავშვების მხარდაჭერა.

2023 წლისთვის, კომპანიის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ აღნიშნული სფეროების მხარდაჭერაა.

რადგან, ჩვენი კომპანიის მთავარი იდეაა, შევქმნათ ცხოვრების სტილი, გვსურს სწორედ ცხოვრების წესად ვაქციოთ ზრუნვა და ამ ნაბიჯით იგივე ქმედებისკენ სხვა ორგანიზაციებიც წავახალისოთ“, – SWEFLAND Group-ის გენერალური დირექტორი, მაჰმუდ სამი.

„მიუხედავად იმიდა, რომ ფონდს მხარდამჭერთა დიდი გუნდი ყავს და მათი დახმარებით შეძლო 23 მლნ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და 900-ზე მეტი ბავშვისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის 1500-ზე მეტი სერვისის დაფინანსება, მხარდაჭერის საჭიროება კიდევ ძალიან დიდია.

აქედან გამომდინარე, სოლიდარობის ფონდის და ფონდის ბენეფიციარების, პატარა გმირების და მათი ოჯახების სახელით, გვაქვს პატივი გულწრფელი მადლიერება გამოვხატოთ SWEFLAND Group-ის ინიციატივის მიმართ. დიდი იმედს ვიტოვებთ, რომ კომპანია SWEFLAND Group-ს კიდევ არა ერთი ორგანიზაცია შემოუერთდება ამ სასიკეთო საქმეში. ყოველი ერთით მეტი მხარდამჭერი, ერთით მეტი გადარჩენილი სიცოცხლის შესაძლებლობაა“, – სოლიდარობის ფონდის დირექტორი, ეკატერინე ფესტვენიძე.

#შემოგვიერთდით #სიკეთეგადამდებია

საქართველოს სოლიდარობის ფონდი” 2014 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის განკარგულებით დაფუძნდა. ფონდის საქმიანობის მიზანია ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსებას საქართველოში და საზღვარგარეთ. ფონდში მობილიზებული თანხის 100% ხმარდება ბენეფიციართა მკურნალობის დაფინანსებას.

SWEFLAND Group არის საინვესტიციო და უძრავი ქონების წამყვანი დეველოპერი კომპანია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You May Also Like

სპორტული მედიაკავშრის JAKO-ს საიუბილეო საღამო

სპორტული მედიაკავშრის JAKO-ს საიუბილეო საღამოზე გაიმართა არაოლიმპიურ სახეობებში 2021 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება. ღონისძიება ჩატარადა 2022 წლის 15 იანვარს, სასტუმრო ბილტმორში, რომლის გენერალური სპონსორი კომპანია “სვიფ ლენდ გრუპი”იყო.…
პოსტის ნახვა

SWEFLAND Group-მა Welcome to Georgia-ს მიერ გამოვლენილი საუკეთესო ფოტოგრაფი დააჯილდოვა

SWEFLAND Group-მა ტურისტული დაჯილდოება Welcome to Georgia-ს მიერ გამოვლენილი წლის საუკეთესო ფოტოგრაფი დააჯილდოვა. სამშენებლო და დეველოპერული კომპანია წლის მთავარი ტურისტული მოვლენის სპონსორი და პარტნიორი გახდა. Welcome to Georgia-ს რიგით მერვე…
პოსტის ნახვა

IWA GEORGIA-ს საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის SWEFLAND Group-ს  სპეციალური სერთიფიკატი გადაეცა

„ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველომ“ (IWA GEORGIA) 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრის და საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში, SWEFLAND Group-ს სპეციალური სერთიფიკატი გადასცა. SWEFLAND Group ოფიციალურად შეუერთდა ასოციაციის საქმიანობას და თანამშრომლობის…
პოსტის ნახვა

TEDxTbilisi-სა და SWEFLAND Group-ს შორის პირველი თანამშრომლობა შედგა

TEDxTbilisi დაბრუნდა! მეათე საიუბილეო ღინოსიძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი და სპონსორი ​​SWEFLAND Group-იც იყო. 22 აპრილს, ექსპო ჯორჯიას პავილიონში ფორუმმა შეკრიბა წამყვანი სპეციალისტები და ლიდერები სხვადასხვა სფეროებიდან, როგორიცაა ტექნოლოგია, მეცნიერება, დიზაინი, ხელოვნება…
პოსტის ნახვა