“სვიფ ლენდ გრუპს” მასტერლიგის ტურნირზე საკუთარი გუნდი ეყოლება

⚽️ “სვიფ ლენდ გრუპს” მასტერლიგის ტურნირზე საკუთარი გუნდი ეყოლება, რომელიც კომპანიის სახელით იასპარეზებს 7 აპრილიდან, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი რუსიძე იქნება 🥳

🏆მასტერლიგის ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის მხარდაჭერით უკვე მეოთხედ ტარდება და ყოველ ჯერზე სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს, სადაც 1500-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.

💪🏻“სვიფ ლენდ გრუპის” ერთ-ერთი მთავარი მისია სპორტული და ჯანსაღი აქტივობების პოპულარიზაციაა, ასევე ქვეყანაში ამ მიმართულების მხარდაჭერა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

🥅 მეკარეები: გიორგი სომხიშვილი, ანდრია გაბრიჩიძე, ნიკა ჯალაღონია

მცველები: ნიკა ფირცხალავა, ილია ვეკუა, ზაალ ქუთათელაძე, ვაჟიკო ხიდეშელი, გიორგი უგულავა, ლევან გურჩიანი.

⚽ ნახევარმცველები: გიორგი ნათიძე, დავით მოისწრაფიშვილი, დავით ბოლქვაძე, სანდრო კვირიკაშვილი, გიორგი ახლანძე, ლუკა ონიანი.

თავდამსხმელები: კოკა მიკუჩაძე, გიორგი ღონღაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *