კამპანიის ფარგლებში „აჩუქე წიგნი“, სამშენებლო და დეველოპერულმა კომპანიამ SWEFLAND Group და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ კასპის მოსწავლეებს სრული სასკოლო ასაკის მხატვრული ლიტერატურა გადასცა.
კომპანიამ კასპის პირველი საჯარო სკოლის წიგნის ფონდი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში განაახლდა. წიგნები ბავშვებს SWEFLAND Group-ის წარმომადგენელმა Marwa Sweedan-მა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ჩაუტანეს.
„ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა SWEFLAND Group-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძებების ფარგლებში, ვცდილობთ აქცენტი გავაკეთოთ ისეთ აქტივობებზე, რომელიც მიმართულია განათლების ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული და შემეცნებითი ღონისძიებების მხარდაჭერისკენ, რაც ასევე ასახულია კომპანიის ძირითად ღირებულებებში. ვფიქრობთ, კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში განათლების სფეროს ხელშეწყობისთვის“ – SWEFLAND Group-ის წარმომადგენელი Marwa Sweedan.
დღეიდან ახალი წიგნები კასპის პირველი საჯარო სკოლის ბიბლიოთეკების თაროებს შეავსებს.